суббота, 30 марта 2013 г.

პროექტი-საბანკო  ანაბარი

1. პროექტის   სახელწოდება: ,, საბანკო   ანაბარზე   თანხის   განთავსება"
2. პროექტის   იდეა:  მოსწავლეებმა  უნდა   შეძლონ  საბანკო ანაბარზე  თანხის  იმ დღით განთავსება,  როცა ბანკი დარიცხავს  მეტ პროცენტებს
3. პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეებმა   შეძლონ   ბიზნესის  საწყისებში  კარგად  გარკვევა,  პროცენტების გამოყენება  ბიზნესში
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ  მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის  პრაქტიკულად  რეალიზება
5. მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი,  VIII  კლასი
6. პროექტის ხანგრძლივობა:  3 კვირა
7. მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი თანხის მომგებიანად   დაბანდებას,  პროცენტების  დათვლას,  პრეზენტაციის მომზადებას,  ინტერნეტ-რესურსების  გამოყენებას
8. საჭირო რესურსები:  კომპიუტერი,  პროექტორი,  ინტერნეტი,  კალკულატორი,  საწერი  ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა: 
  ა) მოსწავლეებს მიეცათ დავალება  სახელმძღვანელოში  მოცემული პროექტი  წაეკითხათ  და  შეკითხვები  ჩამოეყალიბებინათ-  2 დღე
  ბ) მოსწავლების შეკითხვებზე პასუხების გაცემა  და  მითითებების მიცემა- 1 დღე
  გ) მოსწავლეები  ინტერნეტით ეძიებენ  საჭირო სურათებს და  იწყებენ  თითოეულ დღეზე  საბანკო დივიდენდების  დათვლას-  10 დღე
  დ) მოსწავლეები მუშაობენ პროექტის გაფორმებაზე- 3 დღე
   ე)  მოსწავლეები ამზადებენ  საპრეზენტაციო   ფაილს-  3 დღე
   ვ)  მოსწავლეები ამზადებენ საკლასო ოთახს პრეზენტაციისათვის ( ტექნიკით აღჭურვა)-  1 დღე
   ზ) მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას- 1 დღე
10. საგნებთან  კავშირი: მათემატიკა: გამოთვლების წარმოება,  პროცენტების  დათვლა;
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია;   ხელოვნება: ფულის კუპიურების დახატვა;
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ვანიშვილი- ხოხაშვილი,  ვარიანის  საჯარო  სკოლის  მათემატიკის  მასწავლებელი
12. პროექტის  ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:   ingula2508@gmail.com